16 მარტი, 2018
"ცუდად იქცეოდა..." - მამინაცვალმა 5 წლის გოგონას მკვლელობა აღიარა
ეს სამწუხარო ფაქტი სოჭში მოხდა.
ცოტა ხნის წინ, 28 წლის მურად შახმირზაევმა პოლიციაში განაცხადა გერის - 5 წლის ვერონიკა ტრიშკინას გაუჩინარების შესახებ. ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო ძებნაში.  ორი დღე ეძებდნენ გოგონას, სანამ კაცმა არ აღიარა დანაშაული.

როგორც გაირკვა, მურადის ცოლი სამშობიაროში შეტევებით წაიყვანეს და კაცი ერთ წლის ვაჟთან და 5 წლის გერთან ერთად მარტო დარჩა...

რამდენიმე საათში ჯერ ცოლს დაურეკა და აუწყა, რომ ბავშვი დაკარგა, შემდეგ კი მეზობელს უთხრა, რომ გოგონა სასეირნოდ წავიდა და არ დაბრუნებულა. ვაჟი
მეზობელს დაუტოვა და თავად "საძებნელად" გაეშურა.

რასაკვირველია, ბავშვის დედამ განგაში ატეხა. ჩაერთო პოლიცია და უამრავი ადამიანი პატარას ყველგან ეძებდა. ბავშვის "საძებნელად" წასული მამინაცვალი კი არსად ჩანდა. პოლიცია დააეჭვა ამ ფაქტმა. რამდენიმე დღეში შახმირზაევი ადლერის სასტუმროში იპოვეს - აფხაზეთში გადასვლას აპირებდა. დაკითხეს და მალე გაარკვიეს, რომ სწორედ მან მოკლა გოგონა.

როგორც მისი ნაამბობიდან ირკვევა, საღამოს ვაჟი დააძინა, გოგონას კი არ უნდოდა ძილი - 12 საათამდე თამაშობდა. რაღაც მომენტში გოგონამ მულტფილმის ჩართვა სთხოვა, რაზეც მურადმა უარი უთხრა - ფილმს უყურებდა თვითონ. ვერონიკამ ისტერიკა მოაწყო. კაცმა კუთხეში დააყენა, თუმცა, გოგონა უფრო ატირდა. მამინაცვლის თქმით, ის მწყობრიდან გამოვიდა, ეცა ბავშვს და მუცლისა და მკერდის არეში მიაყენა ძლიერი დარტყმები მუშტებით.

ამის მერე გოგონა დასაძინებლად დაწვა... დილას კი...
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS