დარენ მაკგრეიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეულია.
დარენ მაკგრეიდი და ჯორჯ ბუში: ის ამბობს, რომ დედოფალი ელისაბედი დისციპლინას მკაცრად იცავს. ის დღეში ოთხჯერ, მცირე ულუფებით იკვებება. სადილზე შეუძლია მიირთვას გრილზე მომზადებული თევზი და სალათა, მაგრამ არავითარი კარტოფილი! სახამებელი დედოფალს არაფერში სჭირდება.
ის არასოდეს ჭამს პროდუქტებს, რომლებიც სახამებელს შეიცავს (კარტოფილი, მაკარონი და ბრინჯი). დედოფლის მენიუ კვირაში ორჯერ იცვლება და მასზე პასუხისმგებელი მისი პირადი შეფ-მზარეული მარკ ფლენაგანია. ჩვეულებრივ, ბრიტანეთის დედოფალი შვრიის ფანტელითა და იოგურტით საუზმობს. ზოგჯერ თავს უფლებას აძლევს, მარმელადიანი ტოსტიც მიირთვას. საჭმელს ის უშაქრო რძიან ჩაის აყოლებს. იშვიათად, დედოფალი კვერცხით ან შებოლილი ორაგულით საუზმობს.
როგორც აღმოჩნდა, ელისაბედ II-ს მარტო სადილობა უყვარს. კვერცხი მის მენიუში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. დედოფალი ცდილობს, არ მიირთვას პური.
მას ძალიან უყვარს კიტრისა და შებოლილი ორაგულის სალათები.