სულ რამდენიმე დღის წინ, დიდებულ დიზაინერს დაბადების დღე მიულოცეს, 12 მარტს კი მსოფლიო ტრაგიკულმა ამბავმა მოიცვა:
ჰუბერტ დე ჟივენში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დიზაინერის ოჯახმა გაავრცელა.

საკუთარ მოდის სახლში 40 წელზე მეტი იმუშავა, შექმნა საკულტო კაბები ჟაკლინ კენედისა და ოდრი ჰეპბერნისთვის - საქმეს ჟივენში 1995 წელს ჩამოშორდა.
მას შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა, ის ძირითადად ბრენდებისა და საკუთარი მასწავლებლის, კრისტობალ ბალენსიაგას გამოფენების ორგანიზაციის დიზაინზე მუშაობდა.
ჰუბერტს


მოიხსენიებდნენ, როგორც "უკანასკნელ ფრანგ კლასიკად". ახლა მისი სახელი სამუდამოდ დარჩება
მოდის ისტორიასა და ჩვენს გულებში კრისტიან დიორთან და კოკო შანელთან ერთად.
ანა გარელი