"ძირითადი ინსტინქტის" ვარსკვლავი მრგვალი თარიღის აღსანიშნავად The New York Times-თვის პიკანტურ ფოტოსესიაში გადაიღეს. ფოტოებში მსახიობი საცვლებითაა და ინტერვიუში თავის მოვლის საყვარელ მეთოდებზე საუბრობს.
შერონ სტოუნი ყვება, რომ მისი დილის რიტუალი მხოლოდ გრილი წყლით დაბანისა და კბილების გაწმენდით შემოიფარგლება, თუმცა, ამასთან იყენებს მზისგან დამცავ საშუალებებსაც. ფორმის შენარჩუნებაში ასევე ეხმარება პილატესი და მასაჟი. მსახიობი გამოტყდა, რომ უყვარს ხორცი და შოკოლადი, ალკოჰოლსა და გლუტენზე კი ცდილობს,
მიუხედავად ასაკისა, შერონ სტოუნი ფორმას ინარჩუნებს და ბევრ კოლეგას მისი შურს კიდეც. როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, მსახიობის სხეული იდეალური სულაც არ არის - Instagram-ზე განთავსებულ მის ახალ ფოტოებში, ზოგიერთმა გამომწერმა შერონის სხეულზე ცელულიტიც შენიშნა - თუმცა, მას ნაკლის დემონსტრირება არ აშინებს.
ანა გარელი