12 მარტი, 2018
შერონ სტოუნმა 60 წლის იუბილე ძალიან პიკანტური ფოტოსესიით აღნიშნა
რთული წარმოსადგენია, რომ მსახიობმა, შერონ სტოუნმა, 10 მარტს 60 წლის იუბილე აღნიშნა.

"ძირითადი ინსტინქტის" ვარსკვლავი მრგვალი თარიღის აღსანიშნავად The New York Times-თვის პიკანტურ ფოტოსესიაში გადაიღეს. ფოტოებში მსახიობი საცვლებითაა და ინტერვიუში თავის მოვლის საყვარელ მეთოდებზე საუბრობს.
Rating


















შერონ სტოუნი ყვება, რომ მისი დილის რიტუალი მხოლოდ გრილი წყლით დაბანისა და კბილების გაწმენდით შემოიფარგლება, თუმცა, ამასთან იყენებს მზისგან დამცავ საშუალებებსაც. ფორმის შენარჩუნებაში ასევე ეხმარება პილატესი და მასაჟი. მსახიობი გამოტყდა, რომ უყვარს ხორცი და შოკოლადი, ალკოჰოლსა და გლუტენზე კი ცდილობს,
თავი შეიკავოს.
Rating


















მიუხედავად ასაკისა, შერონ სტოუნი ფორმას ინარჩუნებს და ბევრ კოლეგას მისი შურს კიდეც. როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, მსახიობის სხეული იდეალური სულაც არ არის - Instagram-ზე განთავსებულ მის ახალ ფოტოებში, ზოგიერთმა გამომწერმა შერონის სხეულზე ცელულიტიც შენიშნა - თუმცა, მას ნაკლის დემონსტრირება არ აშინებს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS