გამომცემლობის ინფორმაციით, ახლა პიტი სპირტიან სასმელს არ იღებს და დაბალანსებულად იკვებება. ამის შესახებ "The Sun"-ი გვამცნობს.
მანამდე მედიაში წერდნენ, რომ ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ჰოლივუდის მსახიობი მდგომარეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. ვარსკვლავი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და ფსიქოთერაპევტთან დადის.
შეგახსენებთ, რომ პიტი და ჯოლი 2016 წელს დაშორდნენ. მას შემდეგ ყოფილი
გარდა ამისა, მეგობრები კომენტარს აკეთებენ ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ურთიერთობის შესაძლო განახლებაზე:
„10 წელზე მეტია, ისინი აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. გასაკვირი არ არის, რომ აბსოლუტურად სხვა ადამიანებად იქცნენ და აღარ არიან ისეთები, როგორებიც ქორწინებაში ყოფნის დროს იყვნენ - ისინი დაშორდნენ, რადგან სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. სულელები არ არიან და ახსოვთ, რატომ არ გამოუვიდათ წარსულში ურთიერთობა. ახლა ყველაფერს პიტის 6 შვილიც ემატება“, - განაცხადეს ვარსკვლავების მეგობრებმა ჟურნალ "People"-თან ინტერვიუში.
ანა გარელი