გოგონა შორეულად წააგავს კეიტს, მისი კარიერის პიკში, თუმცა ამბობენ, რომ მასავით ''კოკაინურ ბინდში'' ცხოვრებას არ აპირებს. უფროსი დისგან განსხვავებით, სწავლა უყვარს და უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას.
40 წლის კეიტ მოსს სამოდელო ბიზნესში სერიოზული კავშირები აქვს, რადგან ის მსოფლიოს აღიარებული სუპერმოდელია
გოგონამ აღნიშნა, რომ ''შტორმთან'' კონტრაქტი მისთვის ნამდვილი ''საჩუქარი'' იყო, რაშიც, ალბათ, კეიტსაც დიდი წვლილი მიუძღვის.
თვით კეიტი სამოდელო ბიზნესიდან წასვლას არ აპირებს. ცოტა ხნის წინ ''პლეიბოის'' საიუბილეო ნომრისთვისაც გადაიღო ფოტოები და დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. სხვათა შორის, კეიტს გოგონაც მშვენიერი ეზრდება და არ არის გამორიცხული, მომავალში მანაც სცადოს მოდელობა.
ჟურნალი ''რეიტინგი''