სამივე ქალმა ისტორია განსხვავებულ ინდუსტრიებში შექმნა: ერჰარტი იყო პირველი ქალი მფრინავი, რომელმაც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა; მექსიკელი მხატვარი ფრიდა კალო უნიკალური ხატვის სტილითა და ფემინისტური აქტივიზმითაა ცნობილი; და ჯონსონმა, რომელიც 2016 წლის ფილმ „დაფარულ ფიგურებში“ წინა პლანზე იყო წამოწეული, გაარღვია საზღვრები მათემატიკაში შავკანიანი ქალებისთვის და გამოითვალა ათეულობით ტრაექტორია ნასასთვის, მათ შორისაა 1969 წელს აპოლო 11-ის გაფრენა მთვარეზე.
თოჯინები “მატელის” ახალი
„როგორც ბრენდი, რომელიც გოგოებს უსაზღვრო პოტენციალს შთააგონებს, პატივს მიაგებს მისაბაძი ქალების გრძელ სიას ქალების საერთაშორისო დღეს, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ვერ გახდები ის, რასაც ვერ ხედავ“, - განაცხადა ხუთშაბათს პრეს-რელიზში კომპანია „ბარბის“ უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა, ლიზა მაკნაითმა. „გოგოებს ყოველთვის შეეძლოთ, ეთამაშათ განსხვავებული როლები თუ პროფესია ბარბის დახმარებით და ჩვენ სიხარულისგან აღელვებულები ვართ, რომ ნათელს მოვფენთ რეალურად არსებულ მისაბაძ ქალბატონებს, რათა გავახსენოთ გოგოებს, რომ შეუძლიათ, გახდნენ ყველაფერი, რაც სურთ.“
ჯონსონი მატელთან თანამშრომლობდა, რათა შეექმნათ მისი თოჯინა და ეხმარებოდა, მსგავსება რაც შეიძლება მაქსიმალური ყოფილიყო.
ქალთა დღემდე კომპანია „ბარბი“ შეროს (Shero) ხაზს დაამატებს, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ცხოვრების 14 მისაბაძი ადამიანის ბარბის შექმნას. თოჯინები, რომლებიც იმ გმირი ქალბატონების საპატივცემულოდაა შექმნილი, რომლებმაც ბოლო დროს გაარღვიეს საზღვრები თავიანთ სფეროში, არ არიან გასაყიდად გათვლილი, თუმცა, რამდენიმე პოპულარული თოჯინა აქამდე უკვე აღმოჩენილა მაღაზიის დახლებზე გასაყიდად.
შეროს ხაზის 14 ახალი თოჯინა შეიქმნება ოლიმპიური სნოუბორდისტი ქლოე კიმის, „ქალი საოცრების“ რეჟისორი პეტი ჯენკისნისა და ავსტრალიის ველური ბუნების დამცველი ბინდი ირვინის საპატივცემულოდ. შეროს ხაზში ასევე შევხვდებით ავა დუვერნეის, მსახიობ ემი როსუმის, ბალერინა მისტი კოუპლენდისა და ოლიმპიური ტანმოვარჯიშე გები დუგლასის ბარბებსაც.