06 მარტი, 2018
სკანდალი! ფრენსის მაკდორმანდს „ოსკარი” მოპარეს
ლოს-ანჯელესში გამართულ "ოსკარის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საუკეთესო ქალი მსახიობი ფრენსის მაკდორმანდი გახდა. თუმცა, მსახიობის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა.

წვეულების დროს, რომელიც წესისამებრ "ოსკარის" დასრულების შემდეგ იმართება, უცნობმა ადამიანმა "ოსკარის" ქანდაკება მოიპარა და გადაიღო ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ ეს მისი "ოსკარია".

მომხდარში ფოტოგრაფი ჩაერია - მან ჯილდო გამოართვა და დაუბრუნა კანონიერ მფლობელს, რომელმაც მოგვიანებით სტრესი ორმაგი ჩიზბურგერით დაამარცხა.
Rating
























დამნაშავეს ტერი ბრაიანტი ჰქვია, ის 47 წლისაა. წვეულებაზე ტერი მოსაწვევით მოხვდა. მამაკაცი დააკავეს, მაგრამ 20 ათას დოლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ
მალევე გაათავისუფლეს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS