06 მარტი, 2018
99 წლის ავსტრალიელმა თავისუფალი სტილით ცურვაში რეკორდი დაამყარა
99 წლის ავსტრალიელმა მოცურავემ ჯორჯ კორონესმა 50 მეტრ დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ჯორჯმა დისტანცია 56,12 წამში დაფარა.

„ჩემთვის ეს სამაგალითო გაცურვა იყო, კარგად ბალანსირებული. მზად ვიყავი ძლიერ დამეკრა ხელი აუზის საპირისპირო მხარეს“, - განაცხადა კორონესმა.

ის 100-104-წლიანთა ჯგუფში გამოდიოდა, წელს მას 100 წელი უსრულდება.

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS