05 მარტი, 2018
ელისაბედ II-ზე მკვლელობის მცდელობა განხორციელდა - დედოფლის მოკვლა მოზარდს სურდა
თითქმის 40 წლის წინ, ახალ ზელანდიაში ელისაბედ II-ის მოკვლა სცადეს, თუმცა, მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

1981 წლის ოქტომბერში, ტურის დროს დანიდინში დედოფალი ხალხს ესალმებოდა, როცა მას იარაღიდან ესროლეს. დამნაშავე აღმოჩნდა 17 წლის კრისტოფერ ლუისი, რომელიც მოგვიანებით იმ ქალის მკვლელობისთვის დააკავეს, რომელსაც ოკლენდში ბავშვი მოსტაცა, 1997 წელს.

საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ლუისმა თავი მოიკლა. უსაფრთხოების სამსახურში ის დაახასიათეს, როგორც "უკიდურესად გაუწონასწორებელი". დახასიათებაში დადასტურებულია მის მიერ დედოფალ ელისაბედის მკვლელობის მცდელობაც, მაგრამ არ აღმოაჩნდა საკმარისად
გამართული იარაღი, ასევე გასროლისთვის შეუსაბამო მდგომარეობა გახლდათ.

მკვლელობის მცდელობის ფაქტის დასაფარად, პოლიციამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გასროლის ხმა ფეირვერკისგან ისმოდა.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS