ცნობილმა ჟურნალმა DAILYMAIL-მა უკვე გამოაქვეყნა იმ ვარსკვლავების სია, რომლებსაც დაჯილდოვების ცერემონიალზე ყველაზე უგემოვნოდ ეცვათ. მათ რიცხვში სელმა ჰაიეკიც მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ იასამნისფერი ტონალობა წელს ტრენდულია, მექსიკელი მსახიობის კაბა უარყოფით შეფასებას ვერ გადაურჩა.
„მბზინვარე კატასტროფა“ - ასე უწოდეს მის ჩაცმულობას.
კრიტიკის ქარცეცხლს ასევე ვერ გადაურჩა ვუპი გოლდბერგი. ის ხალიჩაზე მზის სათვალეებითა და ყვავილების პრინტიანი
კრიტიკოსების შეფასებით, ვუპი გოლდბერგის ჩაცმულობა თავიდან ბოლომდე ქაოსი იყო.
GOLDEN GLOBE-ზე, #METOO კამპანიის გამო, ვარსკვლავების უმეტესობა შავი სამოსით წარსდგა. ამ კამპანიას მხარი არ აუბა ემილი ბლანტმა, მან წითელ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. მის ჩაცმულობას კრიტიკოსებმა „არასწორად არჩეული კაბა“ უწოდეს.
გამარჯვებული ლუქის სტატუსი რიტა მორენას მიანიჭეს. მან დაჯილდოებისთვის ის კაბა აირჩია, რაც 1962 წლის ოსკარის ცერემონიალზე ეცვა. ეს თარიღი გამორჩეულია, რადგან ესპანელმა მსახიობა პირველად გაიმარჯვა ნომინაციაში - მეორეხაროსხოვანი როლის შემსრულებელი ქალი.
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ემა სტოუნის ჩაცმულობამ. ჟურნალმა newsweek-მა მას მოკრძალებული არჩევანი მოუწონა. მათი აზრით, ეს იყო „სექსუალური ალტერნატივა ტრადიციული კაბებისა“. ხოლო ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, ის სრულიად ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან.
„ქალი-საოცრება“, გალ გადოთი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ჟივენშის საღამოს კაბითა და ტიფანის სამკაულით. „საღამოს ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი კაბა“ , - ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა მისი ჩაცმულობა.
თათა ბერაძე