05 მარტი, 2018
"მბზინვარე კატასტროფა", "სრული ქაოსი" და "არასწორად შერჩეული კაბა" - ოსკარის ნომინანტების წლევანდელმა ჩაცმულობამ მსოფლიო შოკში ჩააგდო
ოსკარის რიგით 90-ე ცერემონიალი დასრულდა. ვარსკვლავები პაპარაცების წინაშე თავს ელეგანტური სამოსით იწონებდნენ. მათი ჩაცმულობა წითელ ხალიჩაზე არა ერთმა მოდის კრიტიკოსმა განიხილა.

ცნობილმა ჟურნალმა DAILYMAIL-მა უკვე გამოაქვეყნა იმ ვარსკვლავების სია, რომლებსაც დაჯილდოვების ცერემონიალზე ყველაზე უგემოვნოდ ეცვათ. მათ რიცხვში სელმა ჰაიეკიც მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ იასამნისფერი ტონალობა წელს ტრენდულია, მექსიკელი მსახიობის კაბა უარყოფით შეფასებას ვერ გადაურჩა.

„მბზინვარე კატასტროფა“ - ასე უწოდეს მის ჩაცმულობას.

Rating

კრიტიკის ქარცეცხლს ასევე ვერ გადაურჩა ვუპი გოლდბერგი. ის ხალიჩაზე მზის სათვალეებითა და ყვავილების პრინტიანი
მასიური კაბით წარსდგა.

კრიტიკოსების შეფასებით, ვუპი გოლდბერგის ჩაცმულობა თავიდან ბოლომდე ქაოსი იყო.

Rating

GOLDEN GLOBE-ზე, #METOO კამპანიის გამო, ვარსკვლავების უმეტესობა შავი სამოსით წარსდგა. ამ კამპანიას მხარი არ აუბა ემილი ბლანტმა, მან წითელ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. მის ჩაცმულობას კრიტიკოსებმა „არასწორად არჩეული კაბა“ უწოდეს.

via GIPHY



გამარჯვებული ლუქის სტატუსი რიტა მორენას მიანიჭეს. მან დაჯილდოებისთვის ის კაბა აირჩია, რაც 1962 წლის ოსკარის ცერემონიალზე ეცვა. ეს თარიღი გამორჩეულია, რადგან ესპანელმა მსახიობა პირველად გაიმარჯვა ნომინაციაში - მეორეხაროსხოვანი როლის შემსრულებელი ქალი.

Rating


აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ემა სტოუნის ჩაცმულობამ. ჟურნალმა newsweek-მა მას მოკრძალებული არჩევანი მოუწონა. მათი აზრით, ეს იყო „სექსუალური ალტერნატივა ტრადიციული კაბებისა“. ხოლო ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, ის სრულიად ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან.

via GIPHY




„ქალი-საოცრება“, გალ გადოთი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ჟივენშის საღამოს კაბითა და ტიფანის სამკაულით. „საღამოს ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი კაბა“ , - ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა მისი ჩაცმულობა.


Rating

თათა ბერაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მარი
მაინტერესებს თავიანთი ნებით იცვამენ,თუ აძალებს ვინმე???ალბათ ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული---ამ კონკურსის პირველი ადგილებისთვის იბრძოდნენ და აუსრულდათ ნატვრა!!!
03:49 / 20-03-2018
გამოხმაურება / 0 /
თაკო
www.vivus.ge -მ სესხი არ დაუმტკიცათ და მეორადებში იყიდეს ტანსაცმელი იაფად :D :D
16:25 / 06-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ლილოს ბაზრობას მაგონებს))))))
16:46 / 05-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS