02 მარტი, 2018
დონალდ ტრამპი ივანკა ტრამპსა და ჯარედ კუშნერს სამსახურიდან ათავისუფლებს
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მის გუნდს აქტიურად განიხილავს და "შემცირებაში" შესაძლოა მოხვდნენ მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი მეუღესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად.

ივანკა და ჯარედი აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისი მრჩევლის პოსტზე არიან. ამასთან, ამბობენ, რომ ქვეყნის მმართველის სიძე ტრამპზე დიდ გავლენას ახდენს და თითქმის "რუხ კარდინალად" ითვლება. თუმცა, ბოლო დროს დონალდ ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა - პრეზიდენტს არ მოსწონს ივანკასა და მისი მეუღლის მუშაობა, ამიტომ ისინი მათ სიაში მოხვდნენ, ვისაც სამსახურიდან დათხოვნა ემუქრება.

კუშნერს
საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა უკვე აეკრძალა, პრეზიდენტის ქალიშვილმა კი, გავრცელებული ინფორმაციით, მამის ნდობა სრულებით დაკარგა.
Rating












სერიოზული კონფლიქტის თავიდან არიდებისთვის, ტრამპი ორივე მათგანს ესაუბრა, ფაქტების წინაშე დააყენა ისინი და თეთრ სახლში დარჩენა შესთავაზა, მაგრამ არა მრჩევლების სახით, არამედ როგორც მისი ოჯახის წევრები.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS