28 თებერვალი, 2018
ბოლივუდი დაობლდა: 54 წლის ასაკში საბჭოთა ეკრანის ტელევარსკვლავი შრიდევი კაპური გარდაიცვალა
რამდენიმე დღის წინ ბოლივუდიდან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა: პოპულარული ინდოელი მსახიობი შრიდევი კაპური გარდაიცვალა.

მას ინდური კინოს პირველ და მთავარ ვარსკვლავს უწოდებდნენ. ახლა კი მსახიობის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი ვრცელდება.
Rating























შრიდევი კაპური გარდაიცვალა დუბაიში, სადაც მისი ძმისშვილის ქორწილი იმართებოდა. მსახიობმა 55 წლამდე ვერ იცოცხლა. მას 4 წლიდან იღებენ კინოში და ბოლივუდის პირველ სუპერვარსკვლავად მიიჩნევა.

საბჭოთა კავშირის ქალებს შორის კაპური წარმოუდგენლად პოპულარული იყო. მას ეფექტური გარეგნობა ჰქონდა და უამრავ მამაკაცს თავბსრუს ახვევდა. მისით მოიხიბლა ფილმის "დისკოს მოცეკვავე" ცნობილი მსახიობი,
მიტხუნ ჩაკრაბორტი. მაგრამ შეყვარებულებმა ერთად მხოლოდ 3 წელი იცხოვრეს. შრიდევი მიტხუნთან დაშორებას ძალიან განიცდიდა. მსახიობმა კინოში გადაღებაც კი 6 წლით შეწყვიტა, რათა სულიერ ტრამვას გამკლავებოდა.
Rating





























მოგვიანებით, შრიდევი შეხვდა პროდიუსერს, ბონი კაპურს, რომელიც მისი ერთგული ქმარი გახდა. მეუღლეებს ორი ქალიშვილი ჰყავთ. კარიერის მანძილზე მსახიობმა 270 ფილმში ითამაშა და ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის 18 ჯილდო მიიღო. მეტიც, ის ინდოეთის უმაღლესი პრემიის - პადმა შრის ორდენის მფლობელი გახდა.
Rating













India Today
-ს ცნობით, მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა. კაპურს გული გაუჩერდა, რის შემდეგაც აბაზანაში ჩავარდა და ჩაიძირა. ზოგიერთი მონაცემით, კაპურს სისხლში ალკოჰოლი აღმოუჩინეს.
Rating













ანა გარელი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS