16 წლის ტილან ბლონდო - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ახალგაზრდა მოდელი. სუპერმოდელის კარიერა 4 წლის ასაკში დაიწყო. თანამშრომლობდა Jean Paul Gaultier-თან. 12 წლის ასაკში ტილანმა საერთაშორისო სამოდელო სააგენტოსთან IMG Models გააფორმა კონტრაქტი. იყო უარმრავი ცნობილი ბრენდის სახე. ტილან ბლონდო გამოჩნდა Vogue, L’officiel Enfants, Jalouse Magazine, L’Officiel Paris, Marie Claire-ის გარეკანზე. ამჟამად თანამშრომლობს Сhanel, Little Eleven Paris, H&M,
2. 17 წლის მიკენზი ფოი - ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ცნობილია ფილმებით: "ბინდი2"; "ინტერსტელარი".
2004 წლიდან დაიწყო სამოდელო კარიერა, მუშაობდა Garnet Hill, Polo Ralph Lauren, Guess Kids-თან და სხვა კომპანიებთან. გადაიღეს რამდენიმე სერიალსა და ფილმში.
3. 12 წლის ქრისტინა პიმენოვა 2009 წლიდან სამოდელო ბიზნესითაა დაკავებული. დღესდღეობით, ქრისტინა რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი ბავშვი-მოდელია. თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მოდის სახლებთან, როგორებიცაა Prada, Burberry, Silvian Heach-ი. 10 წლის ასაკში პიმენოვა საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში, სადაც სამოდელო სააგენტო LA Models-თან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
4. 13 წლის ლანეია გრეისი სან-ფრანცისკოში დაიბადა. მას ძალიან უჩვეულო და მიმზიდველი გარეგნობა აქვს, რასაც ის უცნაურ სისხლის არევას უნდა უმადლოდეს: მის წინაპრებს შორის არიან ესპანელები, ამერიკელები და ფილიპინელები.
გოგონამ სამოდელო კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო. მას შემდეგ 40-ზე მეტ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და თავი მსახიობის როლშიც გამოსცადა. ახლა ის 12 წლისაა და 3 სხვადასხვა სამოდელო სააგენტოსთან აქვს კონტრაქტი.
5. 14 წლის ანასტასია ბეზრუკოვა - რუსი მსახიობი და მოდელი. 10 წლის ასაკში ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბავშვი მოდელი იყო ევროპაში. მუშაობდა ბრენდებთან Benetton, Pinko, Moschino, Incanto-სა და Vogue Bambini-ის გარეკანზე გამოჩნდა. 2016 წელს დებიუტი ჰქონდა ფილმში, სადაც სერგეი ბეზრუკოვისა და მარინა ალექსანდროვას გმირების ქალიშვილის როლი შეასრულა.
ანა გარელი