22 თებერვალი, 2018
ფეხმძიმე ქეით მიდლტონმა ტატუ გაიკეთა და „მუშის“ ჟილეტი მოირგო
სანდერლენდში ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ვიზიტის პროგრამა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა.

მათი პირველი გაჩერება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული შენობა - სახანძრო სადგური - The Fire Station გახლდათ.
ჰერცოგინია დროებითი ტატუს გაკეთებას დათანხმდა, რომელიც მის ხელზე 2 კვირა დარჩება. ქეითი საზოგადოებაში Dolce & Gabbana-ს პალტოში გამოწყობილი გამოჩნდა, Seraphine-ის კაბა და Tod's-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.

ფეხმძიმე ქეითმა ასევე ახალ ხიდზე The Northern Spire-ზე გაისეირნა. ჰერცოგინიამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩექმით ჩაანაცვლა, უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, შლემი დაიხურა და ჟილეტი ჩაიცვა.

ანა გარელი


RatingRatingRatingRating






























FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS