21 თებერვალი, 2018
„მკვდრეთით აღმდგარი“ სილვესტერ სტალონე სოც. ქსელის მის „დამმარხველ“ მომხმარებლებს პასუხობს
19 თებერვალს სოციალურ ქსელში ჰოლივუდის მსახიობის, სილვესტერ სტალონეს გარდაცვალების უამრავი ინფორმაცია გავრცელდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გვამცნობდნენ, რომ მსახიობი პროსტატას კიბოთი გარდაიცვალა - სიახლე ცრუ აღმოჩნდა, თუმცა, ამის დაზუსტებამდე, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა.

"ცოცხალი ვარ და ყველაფერი რიგზე მაქვს, ბედნიერი ვარ, ჯანმრთელი და ძველებურად ვიბრძვი",
- ეს გახლავთ 71 წლის სტალონეს პირველი პასუხი, რომელიც სოციალური ქსელის, Instagram-ის საშუალებით გამოაქვეყნა.

თუმცა, მიუხედავად მსახიობის ოფიციალური განცხადებისა, თაყვანისმცემლებს მისი ჯანმრთელობის მდგომ
არეობაში ეჭვი მაინც ეპარებოდათ, რადგან განცხადებას ფოტო ან ვიდეო არ ერთვოდა. ახლა კი სტალონემ ერთდროულად სამი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა და მსოფლიოს აჩვენა, რომ ის ცოცხალი და ჯანმრთელია.

"მკვდრეთით აღგომა, ეს ხომ შესანიშნავია", - წერს სილვესტერი ვიდეოს კომენტარებში.

ანა გარელი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS