მაგრამ Wall Street Journal-მა გადაწყვიტა ტრამპის შესახებ ახალი დეტალები გამოექვეყნებინა.
გამომცემლობის მტკიცებით, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა კრისტინ კლიფორდს (ნამდვილი სახელი სთორმი) 130 ათასი დოლ
მელანიამ ქმრის შესახებ გავრცელებული მითქმა-მოთქმა ვერ აიტანა და სახლიდან წავიდა. ამბობენ, რამდენიმე ღამე მან ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში გაატარა, მაგრამ მოგვიანებით აშშ-ს პირველმა ლედიმ სიბრაზე შენდობით ჩაანაცვლა: დონალდთან ერთად პაემანზეც კი იმყოფებოდა.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს ქარიშხლის წინა სიმშვიდე იყო. გასულ დღეებში გამომცემლობა New Yorker-მა PlayBoy-ის მოდელის, კარენ მაგდუგალის ისტორია გამოაქვეყნა, რომელიც პრეზიდენტთან ურთიერთობაზე საუბრობდა.
ისტორია ასეთია: დონალდმა და კარენმა ერთმანეთი 2006 წელს, უკვე გარდაცვლილი ჰიუ ჰეფნერის წვეულებაზე გაიცნეს. ტრამპმა ქალი ბევერლი-ჰილზში ერთ-ერთ სასტუმროში დაპატიჟა, სადაც სექსით დაკავდნენ და დონალდმა მას ფული შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მაშინ უკვე ქორწინებაში იმყოფებოდა, მელანია კი ფეხმძიმედ იყო.
ქალბატონმა ტრამპმა ეს ყველაფერი კვლავ გულთან ახლოს მიიტანა. რამდენიმე დღის წინ, მელანია და დონალდი ფლორიდას ეწვივნენ, სადაც ისინი თვითმფრინავიდან ჩამოსვლის დროს გადაიღეს. კადრში ჩანს, როგორ ცდილობს პრეზიდენტი ცოლს ხელი ჩაჰკიდოს, მელანია კი ამის საშუალებას არ აძლევს და უბრალოდ აიგნორებს.
ანა გარელი