ქალივით ჩაცმული, წვეროსანი მამაკაცის გარეგნობამ რუს აქტივისტებში დიდი ალიაქოთი გამოიწვია. პეტიცია ''სრულიად რუსეთის მშობელთა ყრილობის'' აქტივისტებმა შეადგინეს, მათი მოთხოვნით, თუ მთლიანად არ აკრძალავენ ტრანსლირებას, ჩვენების დროს ავსტრიელი ტრანსვესტიტის გამოსვლები მაინც უნდა ამოჭრან.
მათივე მტკიცებით,
თვით კონჩიტა ვურსტი კი არ აპირებს კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმას. მისივე თქმით, არაერთხელ განუცდია დევნა და დამცირება და პირიქით, პირადი მაგალითით აპირებს, დაუმტკიცოს ყველას, რომ აქვს აზრის გამოთქმის უფლება.
კონჩიტას ნამდვილი სახელი ტომას ნოივირტია. 25 წლის ავსტრიელი მომღერალი მოდის სკოლის კურსდამთავრებულია. მცირე ხანს ჩვეულებრივად გამოდიოდა ესტრადაზე, თუმცა მერე გადაწყვიტა, შეექმნა სცენური სახე, თავისი ფსევდონიმით.
ასე დაიბადა კონჩიტა ვურსტი, წვერიანი ქალი, რომელმაც ტომს დიდი პოპულარობა მოუტანა. როგორც თვითონ ამბობს, არატრადიციული ორიენტაციის გამო მოზარდობის ასაკიდან უამრავ პრობლემასა და დისკრიმინაციას ხვდებოდა.
ის ამტკიცებს, რომ კონჩიტას შექმნით თავისნაირი ადამიანების დასაცავი ნაბიჯი გადადგა. ''ხალხისთვის არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, როგორ გამოიყურება ადამიანი და საიდან არის წარმოშობით, მთავარია, ვინ არის და რას წარმოადგენს, დააფასონ ის, რაც ''ფასადის უკან'' იმალება''.
კონჩიტა ვურსტის დებიუტი 2011 წელს შედგა. 2012 წელს ''ევროვიზიის'' შესარჩევ კონკურსში ტომმა მეორე ადგილი აიღო.
პრესაში ტომ ნოივორტს ხშირად მოიხსენიებენ ტრანსგენდერად, ტრანსვესტიტად. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გამოაცხადა: ''მოვითხოვ პატივისცემას და იმას, რომ როცა ფრაუ ვურსტის სახით გამოვდივარ, ასევე მომმართონ''.
ჟურნალი ''რეიტინგი''