16 თებერვალი, 2018
ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტეროს ოჯახი ინგრევა
ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ქმარს ეყრება. წყვილი ერთმანეთს ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ შორდება. ამის შესახებ "TMZ"-ი  წერს.

მედიაში ეს ცნობა ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტეროს ერთობლივი განცხადების საფუძველზე გავრცელდა. 

ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტეროს ქორწილი 2015 წლის აგვისტოში გაიმართა. მათი ნიშნობიდან ზუსტად 4 წლის შემდეგ.

2000-2005 წლებში ენისტონს პლანეტის ყველაზე ბედნიერ ქალად თვლიდნენ, რადგან მის გვერდით ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და წარმატებული მსახიობი ბრედ პიტი იყო. მაგრამ 2005 წელს ჯენიფერსა და ბრედს შორის უფსკრული
გაჩნდა.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS