15 თებერვალი, 2018
ნესლიხან ათაგული ქმარს შორდება - სკანდალი, რომელიც ჩხუბით დასრულდა
თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობთა წყვილი ნესლიხან ათაგული და კადირ დოღულუ განქორწინების პირას არიან.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ვარსკვლავურ ოჯახში სკანდალი მოხდა, რომლის ძირითადი მიზეზი დოღულუს ბოლო დროინდელი გართობა გახდა - ის დროს ღამის კლუბებში ატარებდა და სახლში გამთენიისას ბრუნდებოდა. დილით, სახლში ერთ-ერთი ასეთი დაბრუნების დროს ათაგული დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა და სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.
Rating










წყვილს სკანდალზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც  Hurriyet.com-ი გვამცნობს, ათაგულისა და დოღულუს წყვილი კრიზისმა განქორწინებამდე
მიიყვანა, მაგრამ ოფიციალური განცხადება არც მსახიობებისგან, არც მათი წარმომადგენლების მხრიდან თურქულ მედიაში ჯერ არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ ნესლიხან ათაგულისა და კადირ დოღულუს ურთიერთობა 4 წელი გრძელდებოდა, რის შემდეგაც 2016 წელს იქორწინეს.
Rating


























ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS