რუსეთის საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ვლადიმირ ტუგანოვმა 20 წლის ქალიშვილი გაათხოვა.
მდიდრული ქორწილი რუსულ რესტორან „საფისაში“ გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ ტუგანოვის ბიზნესპარტნიორებიც - "Forbes"-ის სიის მუდმივი რეზიდენტები: იგორ კასაევი (2.4 მლრდ $) და სერგეი კაციევი (1,1 მლრდ $), რომლებიც „დიკსის“, „ვიქტორიას“, Mercury City Tower-ის, თამბაქოს ბიზნესისა და სხვა აქციონერები არიან. ტუგანოვთან, კასაევთან და კაციევთან ერთად სუფრასთან ასევე ისხდნენ „როსნეფტის“ უფროსის, იგორ სეჩინის ყოფილი მეუღლე, რომელიც რუსეთის საცხენოსნო სპორტის პრეზიდენტია, რომლის თანამშრომელიც პატარძლის მამა გახლავთ.
სტუმრებს შორის ასევე გახლდათ ჩრდილოეთ ოსეთის ყოფილი მმართველი, თეიმურაზ მამსუროვი, მუსიკოსი მიხაილ ტურეცკი, IT-girl ოლგა კალაევა და თამარა დზუცევა.
ქორწილის სტუმრებისთვის გასართობ შოუზე 10 მლნ. რუბლი დაიხარჯა.
ქორწილის წამყვანები იყვნენ ანდრეი მალახოვი და ავრორა. იმღერეს - ვალერი მელაძემ, ანი ლორაკმა, იტალიელმა ტენორმა, ალესანდრო საფინამ და სხვებმა.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბრილიანტის საყურე, რომელიც პატარძალს ეკეთა თითქმის 4 მლნ. რუბლი ღირდა.
ანა გარელი
იხილეთ ვიდეო: