14 თებერვალი, 2018
ფაჰრიე ევჯენი და ბურაქ ოზჩივიტი მშობლები პირველად გახდებიან
თურქული მედია ვარსკვლავური წყვილის, ფაჰრიე ევჯენისა და ბურაქ ოზჩივიტის ოჯახში უახლოეს დროში მოსალოდნელ მატებაზე ალაპარაკდა.

ევჯენის ფეხმძიმობის შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მსახიობმა განაცხადა, რომ ახალ სეზონზე არც ერთ პროექტში არ გამოჩნდება, გადაღებების ყველა შემოთავაზებაზე უარი თქვა და ამის მიზეზზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. მითქმა-მოთქმა კიდევ უფრო გააქტიურდა, როცა მსახიობი ქმართან ერთად სტამბოლის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დააფიქსირეს, სადაც მისი წონაში მატება აშკარად შესამჩნევი იყო.
Rating




























მიუხედავად ამისა, ევჯენი ფეხმძიმობაზე გავრცელებულ ჭორებს უარყოფს: "არა, ფეხმძიმედ არ
ვარ. ღმერთმა ქნას, დედა ყველაზე მშვენიერ დროს გავხდები", - ფაჰრიემ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ბედნიერია.
Rating





























"შეყვარებულების დღე ჩემთვის და ბურაქისთვის განსაკუთრებული დღესასწაული არ არის, რამდენადაც ჩვენთვის ყოველი დღე 14 თებერვალს ჰგავს",
- განმარტა მსახიობმა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS