20 იანვარი, 2014
აპატიებენ თუ არა ღალატს საფრანგეთის პრეზიდენტს?
მერე უკვე იმაზე წერდნენ, თუ როგორ აღმოჩნდა საავადმყოფოში ქვეყნის ნაღალატევი პირველი ქალბატონი საფრანგეთის პრეზიდენტის გარშემო სკანდალი არ ცხრება. კვირის განმავლობაში ახალ-ახალი ინფორმაცია ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდებოდა.

ფრანგ ხალხს ჯერ იმის გააზრება არ აცადეს, რომ მათ პრეზიდენტს, რომელსაც ოფიციალური ცოლი არ ჰყავს და მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს, თურმე, საყვარელიც გაუჩენია.

მერე უკვე იმაზე წერდნენ, თუ როგორ აღმოჩნდა საავადმყოფოში ქვეყნის ნაღალატევი პირველი ქალბატონი.

ახლა კი ფრანგული პრესა ამტკიცებს, რომ ოლანდის ახალი მეგობარი ქალი ორსულადაა. თვით ქვეყნის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია
გამართა და აღიარა, რომ პირად ცხოვრებაში ''მძიმე დრო'' მას მერე დაუდგა, რაც ფრანგ მსახიობ ჟიული გაიესთან მის სასიყვარულო რომანზე პრესაში დაწერეს.

თუმცა ოლანდმა უარი თქვა იმის დადასტურებაზე, მართლა აქვს თუ არა ჟიულისთან ურთიერთობები. ''ვამჯობინებ, პირად საკითხებში თავად გავერკვე''.

მისივე თქმით, ახლა არ არის იმის არც დრო და არც ადგილი, რომ მისი პირადი ცხოვრების პრობლემები არკვიონ.

თუმცა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ აშშ-ში გამგზავრებამდე, ანუ 11 თებერვლამდე, ამცნობს საზოგადოებას, რა გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება, ვალერი ტრიერვეილერი ოფიციალურ ცოლადაც კი გამოაცხადოს ან პირიქით - დაშორდეს.

ოლანდის რომანის შესახებ ამბები ფრანგულ პრესაში გაჩნდა. ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ სკუტერზე ამხედრებული ოლანდი, თავზე მუზარადითა და მცველების თანხლებით, ფრანგი მსახიობის ჟიული გაიეს სახლთან აღმოაჩინეს.

ისიც დაადგინეს, რომ ოლანდმა საყვარლისთვის ელისეს სასახლესთან ახლოს ბინაც იქირავა. ეგ კი არა, ამბობენ, რომ ჟიული საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბავშვსაც ელოდება.

როდესაც ეს ამბები გამოაშკარავდა, ოლანდის სამოქალაქო მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფი.

თვით 41 წლის მსახიობი კომენტარს არ აკეთებს. ოლანდს კი მართლაც მოუწევს ურთიერთობების გარკვევა და არჩევანის გაკეთება.

შეგახსენებთ, ფრანსუა ოლანდი 2007 წლის მერე 48 წლის ჟურნალისტ ვალერი ტრიერვეილერთან ცხოვრობს.

მანამდე ასევე დიდხანს და ასევე არაოფიციალურად ცხოვრობდა პოლიტიკოს სეგოლენ რუაიალთან, რომელიც სხვათა შორის, თავადაც მონაწილეობდა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. რუაიალთან ოლანდს ოთხი შვილი ჰყავს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS