* ედი კემპბელი 2013 წლის ყველაზე მოთხოვნადი მოდელი იყო. ის არა მხოლოდ ჟურნალ „ვოგის“ სხვადასხვა გამოცემისთვის იყო გადაღებული, არამედ British Fashion Awards-ის ცერემონიაზე 25 წლის მოდელმა „წლის მოდელის“ პრემიაც მიიღო. თუმცა
* პოლონური წარმოშობის მოდელი ანია რუბიკი გასულ წელს ხუთჯერ აღმოჩნდა „ვოგის“ გარეკანზე. გარდა მოდელობისა, ანია დიზაინერობს და ასევე ჟურნალ „25“-ის რედაქტორია.

* კარა დელვინს წარდგენა არ სჭირდება. ის „ვიქტორიას სიკრეტის“ ცნობილი მოდელია, გასულ წელს „ვოგი“ არაერთხელ დაუმშვენებია, გარდა ამისა, მღერის, ცეკვავს და კინოში იღებენ.

* ძნელი წარმოსადგენია ეს სია კარლი კლოსის გარეშე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მოდელის კარიერა წელს კინაღამ საფრთხეში აღმოჩნდა. მოდელიერებმა კინაღამ მიიღეს გადაწყვეტილება, არ მიეწვიათ გოგონა თავიანთ ჩვენებებზე, რადგან მათივე თქმით, მეტისმეტად პოპულარულ მანეკენს მოწვეული ხალხი მეტ ყურადღებას მიაქცევდა, ვიდრე სამოსს. თუმცა მალე გადაიფიქრეს და კარლი კლოსმა კვლავ დაამშვენა პოდიუმები. „ვოგის“ რედაქტორების თქმით, მოდელის ასეთი პოპულარობა მისმა ახალმა ვარცხნილობამაც განაპირობა, რომელიც გასულ წელს ამერიკაში მომენტალურად იქცა ყველაზე მოდურ ვარცხნილობად.

* ჰოლანდიელმა დაუტცენ კრეზმა ყველას აჯობა „ვოგის“ გარეკანზე გამოჩენის სიხშირით. „ვიქტორიას სიკრეტის“ ჩვენებების წყალობით სახელმოხვეჭილი დაუტცენი დღეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია, სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს და შვილს ზრდის.

* ჯოან სმოლსისთვის გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. ის რამდენიმე ცნობილი ბრენდის სახე გახდა, მათ შორის, „ვერსაჩესი“, „ესტე ლაუდერის“. ასევე მონაწილეობა მიიღო ბიონსეს ერთ-ერთ ბოლო კლიპში. ის ერთადერთი შავკანიანი მანეკენია ამ სიაში.

* მოდელი ანდრეა დიაკონი იმის მაგალითია, რომ შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობა საბოლოოდ შედეგიანად მთავრდება. გოგონა სამოდელო ბიზნესში 2006 წლიდან არის, თუმცა ახლაღა მოხვდა ყველაზე წარმატებული მოდელების სიაში. რუმინელი ანდრეა მოდური ჩვენებების ნამდვილი აღმოჩენა გახდა და გასულ წელს ორჯერ აღმოჩნდა „ვოგის“ გარეკანზე.

* ბეტე ფრანკე ნიდერლანდების კიდევ ერთი წარმომადგენელია. მისმა უძირო ლურჯმა თვალებმა არა მხოლოდ წამყვანი დიზაინერები დაიპყრო, არამედ „ვოგის“ კრეატიული დირექტორი ანა დელო რუსოც.

* სემ როლინსონი ასევე იყო ნომინირებული „წლის საუკეთესო მოდელის“ პრემიაზე. სანატრელი ჯილდო ვერ მიიღო, თუმცა წარმატებულთა სიაში მაინც მოხვდა.

* ანდროგენური გარეგნობის წყალობით მოდელი სასკია დე ბრაუ გასულ წელს ასევე წარმატებული იყო. ის არა მხოლოდ მოდური გამოცემების გარეკანებს ამშვენებდა, ბევრი მოდის სახლის სარეკლამო კამპანიაში იყო ჩართული.

ჟურნალი „რეიტინგი“