20 იანვარი, 2014
ლეონარდო დი კაპრიო: „სულაც არ ვარ რომეო“
მომწონს ბევრი გოგონა, შეიძლება, მეტისმეტად ბევრიც (იცინის). მაგრამ ასეთ სერიოზულ ნაბიჯზე რომ წავიდე, ადამიანთან ერთად ათი წელი მაინც უნდა ვიცხოვრო 1 იანვარს კინოეკრანებზე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს ახალმა ფილმი „უოლ-სტრიტის მგელი“. ტრადიციულად, სკორსეზეს ფილმში რეჟისორის ფავორიტმა მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ ითამაშა.

- სკორსეზესთან უკვე მეხუთე ფილმზე მუშაობთ. რაიმე შეიცვალა თქვენს ურთიერთობებში?
- ერთმანეთის მიმართ ნდობა გვეზრდება. ასე რომ, ამჯერად მთლიანად იმპროვიზებას მივმართეთ და ყბედობაზე დროს არ ვკარგავდით. საერთოდ კი, შესანიშნავი ურთიერთგაგება გვაქვს!
- თქვენს გმირს რეალური
პროტოტიპი ჰყავს - ჯორდან ბელფორტი. ხომ არ შეხვედრიხართ?
- თავისთავად! ის ხომ ახლა არავის ემალება, ლექციებს კითხულობს კორპორატიულ გაყიდვებსა და ბიზნესში წარმატებაზე. დავარწმუნე, სცენარის თანაავტორი გამხდარიყო და ძალიან ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ. მით უმეტეს, რომ დრო საკმარისი იყო: მთელი ხუთი წელი დავხარჯეთ ფილმისთვის მზადებაზე. თუმცა გადაღებებიც არ ღირდა იაფი: დიდ ფულზე რომ გადაიღო კინო, მსხვილი თანხის გარეშე ვერ გახვალ ფონს. ამ ფულის შოვნა არც ისე იოლი აღმოჩნდა - უოლ-სტრიტის ჯიბესქელების დარწმუნება გვიწევდა, რომ ამერიკული სიძუნწის შესახებ სურათი დაეფინანსებინათ (იცინის). საბოლოო ჯამში შეუძლებელი შევძელით: დამოუკიდებელი კინო გადავიღეთ 100 მლნ დოლარის ბიუჯეტით!
- რით გამოირჩევა ეს ფილმი სხვა მსგავსი სურათებისგან?
- ეს სატირაა ამერიკულ ოცნებაზე. ამბავი იმაზე, როგორ ირყვნებიან ზედმეტად წარმატებული ადამიანები. მე ვუწოდებდი ამ ფილმს „ჩვენი დროის კალიგულა“. ჯორდანმა მიამბო, ერთხელ როგორ იზეიმა მორიგი წარმატება: ოფისში გამოიძახა უამრავი სტრიპტიზიორი, შოუზე დასასწრებ ბილეთებს კი ცირკის შიმპანზე არიგებდა - გორგოლაჭებზე შემდგარი და ბავშვის საფენში გამოწყობილი... ჯორდანი ჩემპიონია იმ სამყაროში, სადაც არ არის მორალი. სხვათა შორის, თავისი კოლეგების უმრავლესობისგან განსხვავებით, ის არ აგებდა მახვილგონივრულ ფინანსურ კომბინაციებს, უბრალოდ სურდა რაც შეიძლება ბევრი ფულის შოვნა უმოკლეს ვადებში. მისთვის სულ ერთი იყო კანონები, უბრალოდ ვერ ხედავდა წინააღმდეგობას იქ, სადაც სხვები შიშით იხევდნენ უკან. ის რისკავდა, ცხოვრებას ცდიდა და ამით ტკბებოდა.
- ლეონარდო, თქვენ ბავშვობიდან კინოში ხართ, მაგრამ უწინდებურად სრულიად სხვადასხვაგვარი და საინტერესო როლები გაქვთ. როგორ ირჩევთ სცენარებს?
- თუ მაშინვე ვერ ამოვიცნობ პერსონაჟს, ე.ი. მასში არის რაღაც გამოცანა და ის ჩემთვის საინტერესოა. ის შეიძლება იყოს უიმედო რომანტიკოსი, შეშლილი ტიპი, საშიში განგსტერი, თაღლითი...
- თქვენი გეტსბი შესანიშნავად გამოიყურებოდა სმოკინგში. თქვენ მოდით თუ ინტერესდებით?
- სიმართლე გითხრათ, არც ისე, თუმცა მასში კარგად ვერკვევი. ყოველდღიურად ისე ვიცვამ, როგორც მოსახერხებელია. ხოლო პრემიერაზე წასვლისას მინდა, სიტუაციის შესაბამისად გამოვიყურებოდე და მაქვს უნარი, თვითონ ავირჩიო შესაბამისი კოსტიუმი. ჩემს მეგობარ გოგოსაც ყოველთვის შემიძლია რჩევა მივცე, თუ საჭიროა.
- პოპულარობა ტვირთად გაწევთ?
- ხუმრობთ? ადამიანების უმრავლესობა ასჯერ მეტად იტანჯება, ვიდრე მე. მე კი მაგრად გამიმართლა: საყვარელ საქმეს ვაკეთებ. თანაც, ამაში კარგად მიხდიან! უფრო ზუსტად, ახლა უკვე თავად ვიწერ ჰონორარებს, რადგან ფილმების პროდიუსერი თავად ვარ. იცით, ჯერ კიდევ ბავშვობაში ყველას ვბაძავდი, ვისაც კი ვიცნობდი - ეს ჩემი გატაცება იყო. ასეთი შემთხვევაც იყო: ლოს-ანჯელესში კონცერტის წინ ავვარდი სცენაზე, ხელში ავიღე მიკროფონი და ბრეიკი ვიცეკვე. თუ სკოლაში ბავშვებს ვერ აკავებდა, მასწავლებელი ამბობდა: „ლეო, მიდი, რამე გაითამაშე“. ასე რომ, დღემდე ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ლატარია მოვიგე. საწუწუნო არაფერი მაქვს!
- თქვენთვის რა არის ცხოვრებაში მთავარი ფასეულობა?
- ძალიან სერიოზულად ვუდგები სამუშაოს, ასე რომ, გადაღებებს შორის შესვენებებზე ჩემს ტვინს დასვენება სჭირდება. ისეთი ახლო მეგობრების წრე მყავს, რომელთა თანდასწრებით შემიძლია მოვდუნდე. ეს თერაპიასავით არის - მეგობრების კომპანიაში წაიიდიოტო (იცინის).
- დაოჯახებაზე ჯერ არ ფიქრობთ?
- ჯერ არ ვაპირებ, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. გეგმებს არ ვაწყობ, ერთი დღით ვცხოვრობ. მომწონს ბევრი გოგონა, შეიძლება, მეტისმეტად ბევრიც (იცინის). მაგრამ ასეთ სერიოზულ ნაბიჯზე რომ წავიდე, ადამიანთან ერთად ათი წელი მაინც უნდა ვიცხოვრო. მე სულაც არ ვარ რომეო!

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტუკ-ტუკ
:***** უმგრესი და უუსიმპატიურესი მსახიობი
18:30 / 20-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS