05 თებერვალი, 2018
ელექტრონული სიგარეტი - შეუძლია თამბაქოს დამოკიდებულებისგან გათავისუფლება?
ელექტრონული სიგარეტი დიდი ხანია სიახლე აღარ არის. ამ ალტერნატივას ბევრი თამბაქოს დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად იყენებს, ზოგს კი, უბრალოდ, გემოს მრავალფეროვნება იზიდავს. ელექტროსიგარა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, ესე იგი მას აქვს არსებობის უფლება. გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს.

ელქტრონული სიგარა თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო ორგანიზმზე ნიკოტინის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად და ეს ნაწილობრივ მოხერხდა კიდეც. ელექტროსიგარის მუშაობის პრინციპი ემყარება ინჰალატორის მუშაბის პრინციპს, რომელიც წარმოქმნის თამბაქოს კვამლის მსგავს ორთქლს.

ელექტროსიგარა ჩინელმა ფარმაცევტმა ხონ ლიკმა გამოიგონა 2004 წელს, როცა მამამისი ფილტვების
კიბოთი დაავადდა, თუმცა, მოხუცმა მაინც ვერ შეძლო დამღუპველ თამბაქოზე უარის თქმა. მოგვიანებით, ელექტროსიგარა ფართოდ გავრცელდა და მუდმივად იცვლიდა თავის ფორმასა და შინაარსს.

დანიაში, ურუგვაში, იტალიაში, ავსტრალიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და სხვა ქვეყნებში ელექტრონული სიგარეტის მოწევა არ შეიძლება, რადგან იქ აკრძალულია არა მარტო რეკლამა, არამედ ელექტროსიგარეტის გაყიდვაც. ბელორუსში კი აკრძალულია ტერმინი „ელექტროსიგარეტი“, თუმცა,  თავად საქონელზე აკრძალვა არ ვრცელდება.

ელექტროსიგარეტს შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. ზოგ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, აკრძალულია ნამდვილი სიგარეტის ფორმის ელექტროსიგარეტის გამოშვება.

მთავარი, რითაც ელექტროსიგარეტი მწეველებს იზიდავს, კვამლის გამოშვებისა და სხვადასხვა სასიამოვნო არომატის შესუნთქვის შესაძლებლობაა.

ამ არომატების წყალობით, მწეველი ერთდროულად რამდენიმე პრობლემას წყვეტს - გარდა იმისა, რომ თანდათან თავს ანებებს მოწევას, თამბაქოს მკვეთრი სუნი აღარ უჯდება ტანსაცმელს, ავეჯს, ბინას, ქრება უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან და თითებიდან, უბრუნდება გემოს ადეკვატური აღქმა, აღარ უმუქდება კბილები.

სიგარეტის კვამლი 12 ათასი კომპონენტისგან შედგება, მათგან 69 ადამიანის ორგანიზმისთვის სახიფათოა. ელექტროსიგარეტის ორთქლი 80 ელემენტს შეიცავს და აქედან მავნე შეიძლება მხოლოდ ნიკოტინი იყოს, რომლის შემცველობა შეიძლება შეიზღუდოს ან საერთოდ გამოირიცხოს.

ხარისხიანი ელექტროსიგარეტი ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, ის საკმაოდ კარგი შენაძენია მისთვის, ვინც სერიოზულად აპირებს სიგარეტისთვის თავის დანებებას. ყოველთვიური ხარჯი ორჯერ მცირდება.

ელექტროსიგარეტისგან ხანძრის გაჩენის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

მწეველები ხშირად განიცდიან დისკომფორტს მოწევის ადგილთან დაკავშირებით. ამასთან, დამსაქმებლები ხშირად ერიდებიან მწეველების სამსახურში მიღებას. გარდა ამისა, არის პროფესიები (მასწავლებელი, ექიმი, ძიძა), რომელთა წარმომადგენლებს თამბაქოს სუნი გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. ელექტროსიგარეტი მათთვის საუკეთესო გამოსავალია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS