პიქსი ფოქსი და ჯასტინ ჯედლიკა
მათ კენი და ბარბი შეარქვეს. პიქსი ფოქსმა და ჯასტინ ჯედლიკამ 30-მდე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს და გაჩერებას არც აპირებენ. ზოგი მათ ურთიერთობას არაჯანსაღად მიიჩნევს, პიქსთან შეხვედრამდე ჯასტინი ხომ მამაკაცზე იყო დაქორწინებული. თუმცა, ბარბისა და კენს სულაც არ ადარდებთ, რას ფიქრობენ გარშემო მყოფები, ერთმანეთისადმი გრძნობების გარდა, მათ პლასტიკური ოპერაციებისადმი სიყვარული აერთიანებთ.
ჯოსელინ ვილდენშტეინი და ლოიდ კლაინი
ჯოსელინ ვილდენშტეინი, იგივე „ქალი-კატა“ და მისი რჩეული, მოდელიერი ლოიდ კლაინი, 2003 წლიდან ერთად არიან და ამ
მარტინა ბიგი და მიხაელი
მიხაელი გიჟდება თავისი რჩეულის ფუმფულა ფორმებსა და კანის ფერზე. სხვათა შორის, სწორედ მიხაელმა შესთავაზა მარტინას თავისი პირველი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება. მცირე ხნის წინ კი თავადაც გაიარა ინიექციის სპეციალური კურსი იმისთვის, რომ მის კანს შოკოლადისფერი შეფერილობა მიეღო.
ანასტასია რესკოსი და კვენტინ დეხარი
„რუსი ბარბი“ - ასე შეარქვეს ანასტასია რესკოსს, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდანაა. თავის სიყვარულს, ფრანგ კვენტინ დეხარს სენ-ტროპეში გამართულ წვეულებაზე შეხვდა.
წყვილს პლასტიკური ოპერაციები იტაცებთ. „როგორც კი დავინახე, გავიფიქრე, რომ ის ყველაზე ლამაზი გოგონაა ამქვეყნად“, - აღიარა კვენტინმა.
მარისოლ პატონი და ჰარდი ჰილი
რეალური შოუს ვარსკვლავს მარისოლ პატონს, როგორც ჩანს, დედამისის ბედის გაზიარება მოუწევს. დედამისის ქორწინება პლასტიკური ოპერაციებით გატაცებას შეეწირა. გასაგებია, ლამაზმანის გვერდით ხომ მშვენიერი მამაკაცი ჰარდი ჰილია, რომელიც აღმერთებს თავის რჩეულს.
ჯოან ვან არკი და ჯონ მარშალი
პლასტიკური ქირურგიის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი - ამერიკელი მოდელი და ტელეწამყვანი ჯოან ვან არკი. მისი მეუღლე, ჟურნალისტი ჯონ მარშალი, მართალია, არ იზიარებს ცოლის მისწრაფებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხარს უჭერს მას. 50-წლიანი ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში ჯონი ყოველთვის გვერდში ედგა ცოლს და არასოდეს გაუკრიტიკებია იგი.
კარლი მერსოლა და კრის დელისი
კარლი მერსოლა „ცოცხალ ბარბიდ“ სულ მცირე ხნის წინ გადაიქცა. გოგონას შეყვარებული კრის დელისი ამბობს, რომ კარლი ტრანსფორმაციამდე უფრო მოსწონდა და ის ამგვარი ცვლილებების წინააღმდეგი იყო, მაგრამ მისი გადარწმუნება ვერ შეძლო.