05 თებერვალი, 2018
სიყვარული ბრმაა - შეხედეთ პლასტიკური ოპერაციების მოყვარულ ამ წყვილებს

პიქსი ფოქსი და ჯასტინ ჯედლიკა

მათ კენი და ბარბი შეარქვეს. პიქსი ფოქსმა და ჯასტინ ჯედლიკამ 30-მდე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს და გაჩერებას არც აპირებენ. ზოგი მათ ურთიერთობას არაჯანსაღად მიიჩნევს, პიქსთან შეხვედრამდე ჯასტინი ხომ მამაკაცზე იყო დაქორწინებული. თუმცა, ბარბისა და კენს სულაც არ ადარდებთ, რას ფიქრობენ გარშემო მყოფები, ერთმანეთისადმი გრძნობების გარდა, მათ პლასტიკური ოპერაციებისადმი სიყვარული აერთიანებთ.


ჯოსელინ ვილდენშტეინი და ლოიდ კლაინი
ჯოსელინ ვილდენშტეინი, იგივე „ქალი-კატა“ და მისი რჩეული, მოდელიერი ლოიდ კლაინი, 2003 წლიდან ერთად არიან და ამ
15 წლის განმავლობაში ბევრი „ქარ-ცეცხლი“ გამოიარეს. შარშან წყვილმა ნიშნობის შესახებ განაცხადა, მათ ხომ უყვართ ერთმანეთი და... პლასტიკური ქირურგია. მართალია, ლოიდი საკმაოდ ჩამორჩება თავის რჩეულს, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.

Rating

მარტინა ბიგი და მიხაელი

მიხაელი გიჟდება თავისი რჩეულის ფუმფულა ფორმებსა და კანის ფერზე. სხვათა შორის, სწორედ მიხაელმა შესთავაზა მარტინას თავისი პირველი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება. მცირე ხნის წინ კი თავადაც გაიარა ინიექციის სპეციალური კურსი იმისთვის, რომ მის კანს შოკოლადისფერი შეფერილობა მიეღო.

Rating
ანასტასია რესკოსი და კვენტინ დეხარი
„რუსი ბარბი“ - ასე შეარქვეს ანასტასია რესკოსს, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდანაა. თავის სიყვარულს, ფრანგ კვენტინ დეხარს სენ-ტროპეში გამართულ წვეულებაზე შეხვდა.
წყვილს პლასტიკური ოპერაციები იტაცებთ. „როგორც კი დავინახე, გავიფიქრე, რომ ის ყველაზე ლამაზი გოგონაა ამქვეყნად“, - აღიარა კვენტინმა.

Rating

მარისოლ პატონი და ჰარდი ჰილი

რეალური შოუს ვარსკვლავს მარისოლ პატონს, როგორც ჩანს, დედამისის ბედის გაზიარება მოუწევს. დედამისის ქორწინება პლასტიკური ოპერაციებით გატაცებას შეეწირა. გასაგებია, ლამაზმანის გვერდით ხომ მშვენიერი მამაკაცი ჰარდი ჰილია, რომელიც აღმერთებს თავის რჩეულს.

Rating
ჯოან ვან არკი და ჯონ მარშალი

პლასტიკური ქირურგიის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი - ამერიკელი მოდელი და ტელეწამყვანი ჯოან ვან არკი. მისი მეუღლე, ჟურნალისტი ჯონ მარშალი, მართალია, არ იზიარებს ცოლის მისწრაფებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხარს უჭერს მას. 50-წლიანი ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში ჯონი ყოველთვის გვერდში ედგა ცოლს და არასოდეს გაუკრიტიკებია იგი.

Rating

კარლი მერსოლა და კრის დელისი
კარლი მერსოლა „ცოცხალ ბარბიდ“ სულ მცირე ხნის წინ გადაიქცა. გოგონას შეყვარებული კრის დელისი ამბობს, რომ კარლი ტრანსფორმაციამდე უფრო მოსწონდა და ის ამგვარი ცვლილებების წინააღმდეგი იყო, მაგრამ მისი გადარწმუნება ვერ შეძლო.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
leon
ვაი ამათ პატრონს...
10:06 / 31-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS