ბიჭმა, რომელსაც სურს მერლინ მონროს ჰგავდეს, ოპერაციებში 7 ათას დოლარზე მეტი დახარჯა
პლასტიკურ ქირურგიაზე შეყვარებული კირილ რუქსი ტუჩის ფილერებით შევსებით იმდენად შორს წავიდა, რომ გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. რუქსი საფრანგეთში ცხოვრობს და ძალიან სურს, მის სათაყვანებელ მსახიობს, მერლინ მონროს ჰგავდეს.
კირილმა, რომელიც მიმტანად მუშაობს, პლასტიკური ქირურგიისთვის 7 ათას დოლარზე მეტი დახარჯა. მან არაერთი სერიოზული კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა. ის რეგულარულად აქვეყნებს სურათებს "ინსტაგრამზე" და აშკარაა, რომ საკუთარი გარეგნობა ძალიან მოსწონს.