01 თებერვალი, 2018
ანჯელინა ჯოლი ბრიჟიტ მაკრონის შეხვდა
ორშაბათს ანჯელინა ჯოლი ეწვია პარიზს, სადაც სტუმრობდა  Guerlain-ის მთავარ ოფისს, რომლის სახეც თავად გახლავთ.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს მსახიობის საფრანგეთის დედაქალაქში სტუმრობის ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა: ჯოლი ქვეყნის პრეიზდენტის ცოლს, ბრიჟიტ მაკრონისაც შეხვდა.
Rating












ანჯელინამ და ბრიჟიტმა სირიელი ლტოლვილების პრობლემებზე, ასევე განათლებაზე, ქალების მიმართ ძალადობაზე, იორდანიაში ვიზიტსა და მის საქველმოქმედო საქმიანობაზე ისაუბრეს.

მსახიობისა და საფრანგეთის პირველი ლედის შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ჯოლი შვილებთან დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ამავე დღეს, ცოტა უფრო ადრე ანჯელინა ექვს შვილთან
ერთად ლუვრთან სეირნობისას დააფიქსირეს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS