31 იანვარი, 2018
მელანია ტრამპმა ერთ-ერთი საპრეზიდენტო ტრადიცია დაარღვია - რატომ განიხილავენ კონგრესზე აშშ-ს პირველი ლედის გამოჩენას
წლის დასაწყისი დონალდ ტრამპისთვის რთული აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ მსახიობმა, სტორმი დენიელსმა ინტერვიუში განაცხადა, რომ 2006-დან 2010 წლამდე დონალდ ტრამპს ხვდებოდა, როცა ის უკვე მელანიაზე იყო დაქორწინებული, რის შემდეგაც აშშ-ს პირველი ლედი საზოგადოებაში აღარ ჩნდებოდა.
Rating












უცხოური პრესა წერდა, რომ მისის ტრამპი მზად არის განქორწინებისთვის, თუმცა, მოგვიანებით მისმა პრეს-მდივანმა, სტეფანი გრიშემმა ეს ინფორმაცია უარყო. გუშინ მელანიამ გადაწყვიტა, კონგრესზე მეუღლისთვის მხარი დაეჭირა და მისი გამოსვლა პრესაში განხილვის თემა გახდა.
Rating











კონგრესზე მელანია და დონალდი სხვადასხვა მანქანით მივიდნენ. ქმართან
ერთად მისვლაზე უარის თქმით, მისის ტრამპმა საპრეზიდენტო ტრადიცია დაარღვია: როგორც წესი, პირველი ლედები ქმრის გამოსვლისას ყოველთვის ქმრებთან ერთად მიდიან. საინტერესოა, რომ წელს პრეზიდენტი და პირველი ლედი ერთად ჯერ არსად გამოჩენილან.
Rating












როგორც თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა განაცხადა, პირველი ლედი კონგრესზე განცალკევებით მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ სურდა სტუმრებისთვის მეტი ყურადღება დაეთმო: მეუღლის გამოსვლამდე, მელანიამ პირადი მიღება მოაწყო.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS