30 იანვარი, 2018
პოლიციამ დააკავა დედა, რომელმაც ჯანმრთელ შვილს 13 ოპერაცია გაუკეთა
კეილინ ბოუენ-რაიტი სამართალდამცავებმა დააპატიმრეს. საქმე ის გახლავთ, რომ დედა თავის მცირეწლოვან, ჯანმრთელ შვილს მუდმივად ოპერაციებს უკეთებდა და დროის უმეტეს ნაწილს, პატარა საავადმყოფოში ატარებდა. ქალი მედიცინის მომსახურებით ბოროტად სარგებლობდა.

თავდაპირველად, კეილინმა დაასკვნა, რომ კრისტოფერს რძეზე ალერგია ჰქონდა და რვა წლის მანძილზე, შვილს ხან ერთ, ხან მეორე კლინიკაში გამოკვლევებს უტარებდა.

კრისტოფერის მამა ცდილობდა, ოჯახში შექმნილ პრობლემებზე ხელისუფლების ყურადღება მიეპყრო. სამჯერ სასამართლოც შედგა, თუმცა, მოსამართლეები დედას მეტად ენდობოდნენ.

ამასობაში, კეილინი შვილისთვის ახალ-ახალ დიაგნოზებს თხზავდა. საბოლოოდ, გამოაცხადა, რომ მის
შვილს კიბო სჭირდა და ბავშვის მკურნალობისთვის თანხის შეგროვება დაიწყო. 

როგორც იქნა, გამომძიებლებს დედის ქცევა საეჭვოდ ეჩვენათ და ვითარების შესამოწმებლად, კრისტოფერის სახლში მივიდნენ. კრისტოფერი მათ ლოგინში, ჟანგბადის ნიღბით აღმოაჩინეს და საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვი, რომელმაც 13 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, სრულიად ჯანმრთელია.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მარიამი
ექიმები იმ დონის არაპროფესიონალები იყვნენ რომ დედის მითითებებით უკეთებდნენ ოპერაციას გამოკვლევების გარეშე?ცოტა არარეალურია
11:50 / 01-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა სისულელეააა. რომელი დეგნერატი ექიმი გაუკეთებდა ჯანმრტელ ბავშვს ოპერაციებს?
22:38 / 31-01-2018
გამოხმაურება / 0 /
დედა იგონებდა მარა ექიმების ოპერაციას რის საფუძველზე აკეთებდნენ???????????????
13 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, თანაც ურთულესი დედის ხუშტურით კეთდებოდააააააააააააააააააააა?
15:01 / 31-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS