18 იანვარი, 2014
მადონამ 25 წლის ზაიბატი 26 წლის ტიმორზე გაცვალა
როგორც მადონამ არაერთხელ აღნიშნა, „პირველ რიგში, ქალია, რომელსაც სურს, საღამოს სახლში დაბრუნდეს და დივანზე წამოწვეს საყვარელი მამაკაცის გვერდით ერთი თვის წინ მადონამ 25 წლის ბოიფრენდი ბრაჰიმ ზაიბატი, რომელიც მის ცოლად მოყვანაზე ოცნებობდა, „დაითხოვა“. როგორც გაირკვა, დიდად არ უღელვია ამის გამო და მალე იპოვა შემცვლელი. 55 პოპვარსკვლავის მორიგი რჩეული 26 წლის ტიმორ სტეფენსია.

ტიმორი იმდენად ჰგავს ზაიბატს, ბევრს ჰგონია, რომ მადონას სულაც არ შეუცვლია საყვარელი. როგორც ჩანს, მომღერალს ასეთი ტიპები მოსწონს: კუნთიანი, შავგვრემანი, აქტიური. და რაც
მთავარია, ისეთები, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, მსოფლიო ვარსკვლავი გააბედნიერონ.

როგორც მადონამ არაერთხელ აღნიშნა, „პირველ რიგში, ქალია, რომელსაც სურს, საღამოს სახლში დაბრუნდეს და დივანზე წამოწვეს საყვარელი მამაკაცის გვერდით“.

მომღერლის ახალი ბოიფრენდი წვეულებებსა და სხვა სახის ღონისძიებებზე უკვე ოფიციალურად ახლავს გვერდით ვარსკვლავს. ამჟამად მადონა შვეიცარიის მთებში ისვენებს შვილებთან ერთად. თუ ადრე ზაიბატი უმშვენებდა გვერდს, ახლა ტიმორი ართობს მას და მის შვილებს.

ამბობენ, რომ სტეფენსი ახლა მადონას საახალწლო წვეულებაზეც, რომელიც ქალაქ გშტადში დიზაინერმა ვალენტინომ მოაწყო. ღონისძიების ერთ-ერთი სტუმრის თქმით, მომღერალი და მისი ბოიფრენდი ძალიან შეყვარებულები ჩანდნენ.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS