26 იანვარი, 2018
ალენ დელონმა ინტერვიუ მისცა: „მე ცხოვრებაში იმედგაცრუებული ვიყავი და სიკვდილისთვის მზად ვარ“
82 წლის ფრანგმა მსახიობმა, Paris Match-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამედროვე ცხოვრებაში იმედგაცრუებულია და მზადაა, საკუთარ ძაღლთან ერთად მოკვდეს.

"ახალ შთაბეჭდილებებს ვეღარ ვიღებ. უკვე ყველაფერი გადავიტანე, ყველაფერი ვნახე. მძულს თანამედროვე ადამიანები და ჩვენი დღევანდელი სამყარო. მასზე გული მერევა. დღეს ყველაფერი ყალბია, ყველას მხოლოდ ფული აინტერესებს. სიტყვას არავინ ასრულებს, ყოველდღე ახალ დანაშაულებზე გვამცნობენ. ამ სამყაროს სინანულის გარეშე დავტოვებ", - განაცხადა მსახიობმა.

დელონი გამოტყდა, რომ მთელი ცხოვრება ცუდი მამა იყო და მისი ერთ-ერთი შვილი დღემდე არ აღიარა. ისიც დაამატა,
რომ ამ ქვეყნიდან საკუთარ ძაღლთან ერთად სურს წასვლა.

"თუ ვიგრძნობ, რომ ვკვდები, მოვითხოვ ჩემს ორი წლის ძაღლს სასიკვდილო ნემსი გაუკეთონ, რათა ერთად დაგვასაფლაონ. არ მინდა, ის ჩემს საფლავზე დარდით მოკვდეს".

მსახიობმა ისიც დაამატა, რომ დღემდე ვერ პატიობს მშობლებს, რომლებმაც მას ყურადღება მოაკლეს, როცა მომავალი ვარსკვლავი 4 წლის იყო.
Rating















"არსებობს ჭრილობები, რომლებიც არ შუშდება და ეს ერთ-ერთია. მე ძალიან ადრე ვიგრძენი ის, თუ როგორ გშორდებიან შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები შემაშფოთებელი სიმარტოვით. მთელი ბავშვობა თავშესაფარში გავატარე.

მეორედ მშობლებმა მაშინ მიღალატეს, როცა 17 წლის ასაკში ჯარში გამგზავნეს. მათ მაშინ გამიხსენეს, როცა ცნობილი გავხდი. ეს ამაზრზენია".

დელონმა ისაუბრა, რომ ბავშვობიდან გამორჩეულად ლამაზი იყო, რამაც მას უამრავი კარი გაუღო, მიუხედავად მავნებლური ქმედებებისა და სხვა სისულელეებისა, რომლებიც ახალგაზრდობაში ჩაიდინა.

დაამატა, რომ ცხოვრებაში სიყვარულის პოვნის იმედი აღარ აქვს:

"ათობით კანდიდატი მყავდა, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ გაამართლა. ქალებს მსოფლიოში სხვა უმრავლეს მამაკაცზე მეტად ვუყვარდი. მიუხედავად ამისა, მათ შორის ის ერთადერთი არც ერთი აღმოჩნდა".
Rating














ალენ დელონს ეშინია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ვინმემ შესაძლოა მამობის დასამტკიცებლად ტესტის ჩატარება მოისურვოს და ამისათვის გვამის ამოღება მოითხოვოს.

"ჩემს ქალიშვილს ვუთხარი: "გთხოვთ, ჩემი გარდაცვალების შემდეგ ეს შემთხვევა არ დაუშვათ".

ალენ დელონი ცნობილი გახდა ფილმებით "როკო და მისი ძმები", "ლეოპარდი", "ჩვენი ისტორია", "აუზი", "ზორო", "შავი ტიტა".

2018 წელს ის სამსახიობო კარიერის 60 წლისთავს აღნიშნავს.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS