25 იანვარი, 2018
დღის ფოტო: ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი პლაჟზე ქალიშვილთან ერთად
ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი გასული წლის გაზაფხულზე მშობლები გახდნენ. წყვილი პაპარაცების ობიექტივში ერთად არც თუ ისე ხშირად ხვდება. რაც შეეხება ვარსკვლავური წყვილის ქალიშვილს, ლეა დე სენ შეიკ-კუპერს, დედასთან და მამასთან ერთად ახლო კადრში ფოტოგრაფები ვერ ახერხებდნენ მის გადაღებას, არც ცნობილი წყვილი აქვეყნებს ბავშვის ფოტოებს სოციალურ ქსელში.

თუმცა, ამჟამად რეპორტიორებს გაუმართლათ - მათ ირინა, ბრედლი და ლეა ლოს-ანჯელესში შუნსეტ-ის პლაჟზე დააფიქსირეს. ოჯახი დროს შესანიშნავად ატარებდა: კუპერი და შეიკი მზითა და თავისუფალი დროით ტკბებოდნენ, ვიდრე ლეა
ქვიშაზე დაცოცავდა. აღსანიშნავია, რომ ბავშვი დედას უფრო ჰგავს, ვიდრე მამას.
Rating






















შეგახსენებთ, რომ 43 წლის ბრედლი და 32 წლის ირინა ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან. მსახიობმა საყვარელ ქალს ცოლობა უკვე კარგა ხანია სთხოვა, მაგრამ შეყვარებულებმა ქორწილი ჯერჯერობით გადადეს.
Rating
























ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS