25 იანვარი, 2018
პრინცესა ეუხენია თხოვდება - სამეფო ოჯახი მორიგი ქორწინების სამზადისშია
პრინცესა ეუხენია რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ცოლად ჯეკ ბრუქსბენკს გაჰყვება. წყვილმა ამის შესახებ ბუკინგემის სასახლეში გამოაცხადა.

იორკის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას თანხმობით, ჯვრისწერა წმინდა გიორგის სამლოცველოში, ვინდსორის სასახლეში შემოდგომაზე გაიმართება. მაისში ამავე ტაძარში პრინცი ჰარი და მეგანი იქორწინებენ.

ბუკინგემის სასახლის სპეც-სპიკერის თქმით, პატარძლის ბებია, ედინბურგის დედოფალი ახალი ამბით ძალიან გახარებულია და წყვილს ბედნიერებას უსურვებს.

Rating

ემოციებს ვერც ბრუქსბენქის მშობლები მალავენ და შვილის ქორწინებას მთვარეზე ყოფნას ადარებენ.

ეუხენიას ნიშნობის ბეჭდის თვალი იშვიათი მოვარდისფრო ფორთოხლისფერი
საფირონია
, რომელიც სავარაუდოდ, შრილანკაშია დამუშავებული. ოვალური საფირონი ბრილიანტებითაა გარშემორტყმული. აღსანიშნავია, რომ გოგონას დედის საქორწინო ბეჭედსაც ანალოგიური დიზაინი აქვს, თუმცა, საფირონის ნაცვლად იგი ლალის ქვითაა დამშვენებული.

Rating

27 წლის პრინცესა ეუხენია სამეფო ოჯახის უმცროსი ქალიშვილია და დაქორწინებით იგი სამეფო ტიტულის კანონიერი მატარებელი ხდება, ამასთან მას მეუღლის გვარზე გადასვლის უფლებაც აქვს.

Rating

ეუხენიას ცხოვრება ხელოვნებასთან - მხატვრობასთანაა დაკავშირებული. მას სამეფო საქმეებში ჩარევა არ ხიბლავს და აცხადებს, რომ პოზიციას არც დაქორწინების შემდეგ შეიცვლის. იგი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობაში, განსაკუთრებით ცხოველთა უფლებების დაცვისთვის იბრძვის.

წყარო : ბიბისი

მარიამ ელიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS