უცხოური მედიის ცნობით, თუ შაკირას დანაშაული დადასტურდა, მას მილიონიანი ჯარიმა და 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცავებისთვის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ შაკირა 2011 წლიდან ესპანეთში საყვარელ მამაკაცთან, ფეხბურთელთან, ჟერარ პიკესთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, საგადასახადო ინსპექციაში მხოლოდ 4 წლის შემდეგ დარეგისტრირდა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს ორი შვილი - მილანი და საშა გაუჩინა.
ესპანეთის კანონით, 2011-დან 2014
ყველაზე სავარაუდო დაანგარიშებით, შაკირა ესპანეთის სახაზინოსთან ათობით მილიონი ევროს ვალშია.
გაზეთის "La Vanguardia"-ს მონაცემებით, მომღერალზე თავდასხმის მიზეზი შესაძლოა ის ფაქტი იყოს, რომ ჟერარ პიკე კატალონიის დამოუკიდებლობას ცნობს, რასაც, როგორც ჩანს, მხოლოდ მისი თაყვანისმცემლები არ გაუღიზიანებია.
ანა გარელი