24 იანვარი, 2018
მომღერალ შაკირას 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება
ესპანეთის მთავრობამ კოლუმბიელი მომღერალი შაკირა თაღლითობაში დაადანაშაულა. პოლიციის მონაცემებით, მომღერალი გადასახადების თავიდან აცილების მიზნით, 2011-დან 2014 წლამდე მათ არ იხდიდა.

უცხოური მედიის ცნობით, თუ შაკირას დანაშაული დადასტურდა, მას მილიონიანი ჯარიმა და 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცავებისთვის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ შაკირა 2011 წლიდან ესპანეთში საყვარელ მამაკაცთან, ფეხბურთელთან, ჟერარ პიკესთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, საგადასახადო ინსპექციაში მხოლოდ 4 წლის შემდეგ დარეგისტრირდა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს ორი შვილი - მილანი და საშა გაუჩინა.
Rating

















ესპანეთის კანონით, 2011-დან 2014
წლის ჩათვლით, შაკირა უკვე ქვეყნის რეზიდენტად ითვლებოდა, რამდენადაც იქ 183 დღეზე მეტი დრო გაატარა და ვალდებული იყო გადასახადები, რომელიც არა მარტო ესპანეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც მიიღო, გადაეხადა.

ყველაზე სავარაუდო დაანგარიშებით, შაკირა ესპანეთის სახაზინოსთან ათობით მილიონი ევროს ვალშია.

გაზეთის "La Vanguardia"-ს მონაცემებით, მომღერალზე თავდასხმის მიზეზი შესაძლოა ის ფაქტი იყოს, რომ ჟერარ პიკე კატალონიის დამოუკიდებლობას ცნობს, რასაც, როგორც ჩანს,  მხოლოდ მისი თაყვანისმცემლები არ გაუღიზიანებია.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS