რაც შეეხება ხელფასს, ერთი ბავშვის დაბადებისთვის სუროგატ დედას დაახლოებით 8 000 დოლარს უხდიან
ინდოეთის ქალაქ ანანდში ამოქმედდა მსოფლიოში პირველი სუროგატულ ბავშვთა ფაბრიკა. უჩვეულო საწარმოს ''თანამშრომელთა'' როლში ასობით უმუშევარი ქალია, რომლებიც საზღვარგარეთის ქვეყნების უშვილო წყვილებისთვის აჩენენ ბავშვებს.
ფაბრიკა მარტივი სქემის მიხედვით მუშაობს: მომავალი მშობლები საწარმოს თავიანთი ''ბუნებრივი მასალებით'' ამარაგებენ, ხოლო ცხრა თვის შემდეგ უკვე თავიანთი ბავშვი მიჰყავთ. უჩვეულო ''წარმოებაში'' მილიონობით დოლარია ინვესტირებული.
რაც შეეხება ხელფასს, ერთი ბავშვის დაბადებისთვის სუროგატ დედას დაახლოებით 8 000 დოლარს უხდიან.
საერთო
ჯამში მომავალ მშობლებს ასეთი ''შეკვეთა'' 28 000 დოლარი უჯდებათ. ამჟამად მთავარი ექიმის ნაიან პატელის მეთვალყურეობის ქვეშ ასი ფეხმძიმე ქალი იმყოფება, რომლებიც განცალკევებულ კორპუსში ცხოვრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ფაბრიკა ჯერ კიდევ საცდელ სტადიაშია, იქ უკვე ექვსასი პატარა ''აწარმოეს''.
ჟურნალი ''რეიტინგი''