ოზჩივიტმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სამხედრო ფორმა აცვია და ხელში ავტომატი უჭირავს. ფოტოს თან დაურთო კომენტარი: "ღმერთი ფარავდეს ჩვენს ჯარს. თქვენთვის ვლოცულობ".
ამით მსახიობმა თურქულ ჯარს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომლებიც აფრინში სირიელების წინააღმდეგ იბრძვიან.
თურქული მედიის ცნობით, ბურაქის ფოტოს თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან თავის დროზე მსახიობმა სამხედრო სამსახურზე უარი თქვა, რის შესახებაც შეახსენეს კიდეც.
სოც. ქსელის მომხმარებლებმა ისიც აღნიშნეს, რომ თუ ოზჩივიტს ჯარის მხარდაჭერა სურს,
ზღვა კრიტიკის შემდეგ, ბურაქ ოზჩივიტმა ყველა კომენტარი წაშალა და ფოტოზე კომენტარის გაკეთების ფუნქციაც გამორთო.
ანა გარელი