22 იანვარი, 2018
ქეით მიდლტონი მესამე შვილის გაჩენას სახლში გეგმავს
აპრილში ბრიტანეთის სამეფო კარის კიდევ ერთი მემკვიდრე დაიბადება - პრინცი უილიამი და ჰერცოგინია ქეითი მშობლები მესამედ გახდებიან.
ბრიტანული გამომცემლობა  The Express-ი გვამცნობს, რომ ჰერცოგინიამ ამჯერად სახლში მშობიარობა არჩია, პრინცი უილიამი კი მის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

"ქეთრინმა მეგობრებს შეატყობინა, რომ ძალიან სურს სახლის პირობებში მშობიარობა. მან ეს ამბავი უილიამთან უკვე განიხილა, რაზეც პრინცი დათანხმდა. ეს იდეა ორივეს მოსწონს. გარდა ამისა, ამით საავადმყოფოსთან დიდ ხმაურს თავს აარიდებენ", - გვამცნობს წყარო.

ქეთრინი სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელი არ არის,
ვინც სახლში მშობიარობა ამჯობინა. დედოფალმა ელისაბედ II-მ პრინცები - ჩარლზი, ენდრიუ და ედვარდი ბუკინგემის სასახლეში გააჩინა, პრინცესა ანა კი კლარენს-ჰაუსში.
Rating


















ცოტა ხნის წინ ქეით მიდლტონი Great Ormond Street Hospital-ის საავადმყოფოს ეწვია, რომლის საქმიანობაში თავის დროზე მონაწილეობდა პრინცესა დიანა.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS