მეცნიერის აზრით, რობინ ჰუდი იმისთვის სულაც არ წასულა შერვუდის ტყეში, რომ უბრალო ხალხი დაეცვა და სასტიკ შერიფზე შური ეძია, არამედ იმიტომ, რომ მაშინ არ სწყალობდნენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებს. ჰოდა, რობინმა სატყეო ბანაკი მოაწყო
ამ ახალ აღმოჩენაზე შეიძლებოდა გვეცინა კიდეც, მაგრამ არც მთლად სასაცილოდ არის საქმე. ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნორმალური ადამიანების წრე მჭიდროვდება. ევროპა უბრძოლველად ნებდება და ერთსქესიან ქორწინებებსა და ამ ადამიანების მიერ შვილების აყვანას არ ეწინააღმდეგება. ხოლო იმისთვის, რომ ამ პატარებს ადრეული ასაკიდან შეექმნათ სამყაროს „საჭირო სურათი“, გეებს შესაბამისად გარდაქმნილი ცნობილი ზღაპრებიც სჭირდებათ. ჰოდა, ახლა ეროვნულ გმირებამდეც მივიდნენ. თუ ასე წავიდა საქმე, კიდევ არაერთ ასეთ „აღმოჩენას“ მოვისმენთ მსოფლიო ლიტერატურის სფეროდან. მაგალითად:
- სამი მუშკეტერიც გეი იყო. ერთმანეთი რომ მოჰბეზრდათ, ახალგაზრდა დარტანიანი შეიყვანეს რიგებში. კონსტანცია კი იმიტომ მოკლეს, რომ დარტანიანის გადაბირება უნდოდა.
- სანჩო პანსა ტყუილად კი არ დასდევდა დონ კიხოტს. მას ის უყვარდა, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. დონ კიხოტი, ასეთი წინააღმდეგობრივი, ამ წყვილის პასიური მხარე იყო. დულსინეა კი ჰომოფობმა სერვანტესმა მოიგონა.
- შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი უატსონი - მათზე ლაპარაკიც კი არ ღირს. დღესა და ღამეს ერთად ატარებდნენ, ქალებიდან კი მათ გვერდით მხოლოდ მოხუცი მისის ჰადსონი იყო.
- რობიზონ კრუზოსთანაც ყველაფერი გარკვეულია. მას კუნძულზე სხვა არჩევანი არ ჰქონდა - მხოლოდ პარასკევა და ცხოველები.
ჟურნალი „რეიტინგი“