19 იანვარი, 2018
დედა 13 წლის შვილის ქალიშვილობის გაყიდვას მილიონნახევრად ცდილობდა
ჩელიაბინსკში მცხოვრები 35 წლის ქალი 13 წლის შვილის ქალიშვილობას მილიონნახევრად აფასებდა და სპეციალურად ამისთვის მოსკოვში ჩაიყვანა.

რესტორანში, სადაც გარიგება მიმდინარეობდა, ოპერატიული სამსახურის თანამშრომლების გამოჩენისას, დედას და მის თანამზრახველს ჩანაფიქრი არ დაუმალავთ და მოსკოვში ვიზიტის მიზეზზე ღიად ისაუბრეს.
Rating




















გამომძიებლების მონაცემებით, ქალი ნაცნობთან ერთად სხვადასხვა ვებგვერდზე თავად ეძებდა მას, ვინც მისი გოგონას ქალიშვილობის დაკარგვისთვის თანხას გადაიხდიდა. მოთხოვნა იყო შემდეგი - კლიენტი უნდა ყოფილიყო შეძლებული, რამდენადაც პირველი ღამის ღირებულება 1,5 მილიონ რუბლად იყო შეფასებული.
Rating




















როცა ყველა პირობაზე შეთანხმდნენ,
ქალებმა შეიძინეს ბილეთი და დედაქალაქში ჩაფრინდნენ. ისინი ფულის მიღების შემდეგ დააკავეს.
დედა და მისი მეგობარი პატიმრობაში იმყოფებიან, მათ 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

13 წლის გოგონა კი გამოკვლვებისთვის დროებით სამედიცინი დაწესებულებაში მოათავსეს.
Rating






















ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS