გასული წლის 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა მშობლები გახდნენ. მათ ტყუპი - ნიკოლასი და ლუსი შეეძინათ. წყვილი ამბავს ბოლომდე საიდუმლოდ ინახავდა.
აქამდე არავითარი დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა გარდა იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, ენრიკემ და ანამ ახალშობილების ფოტოები პირველად გამოაქვეყნეს. მომღერალმა საკუთარ
Instagram-ზე ვაჟთან ერთად გადაღებული ამაღელვებელი ფოტო გამოაქვეყნა, კურნიკოვამ კი - ქალიშვილთან ერთად.
"ჩემი მზე" - ასე დაასათაურეს მშობლებმა ფოტოები.
შეგახსენებთ, რომ იგლესიასმა და კურნიკოვამ ერთმანეთი 16 წლის წინ
გაიცნეს, როცა ჩოგბურთელი მომღერლის კლიპში
Escape მონაწილეობდა - მას შემდეგ ერთად არიან. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა საყვარელ ქალს ცოლობა სთხოვა, დაქორწინებულები დღემდე არ არიან. ამასთან, ორივე ერთ აზრზეა, რომ ქორწინება მთავარი არ არის.
ანა გარელი