12 იანვარი, 2018
87 წლის ივან კრასკოს 27 წლის ცოლს ღალატში სდებენ ბრალს
სახალხო არტისტი, ივან კრასკო უკვე ორი წელია, საკუთარ მოსწავლესთან, ნატალიასთან ქორწინებაში იმყოფება. არტისტი 87 წლის, გოგონა კი 27 წლის გახლავთ. წყვილი ირწმუნება, რომ ურთიერთობას 60-წლიანი სხვაობა ხელს არ უშლის, თუმცა, ახალგაზრდა ცოლის გულწრფელ გრძნობებს ბევრი ეჭვქვეშ აყენებს.

ბოროტი ენები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ნატალი მალე ქმარს, რომელმაც ის ვარსკვლავად ვერ აქცია, განქორწინებას მოსთხოვს, რადგან ახალგაზრდა პარტნიორი უკვე იპოვა. მას ალექსანდრე ჰქვია და არ მალავს, რომ ნატალიაზე შეყვარებულია. მამაკაცი გოგონას ყვავილებით ასაჩუქრებს და მოითხოვს, რომ მათი
სიყვარული აღარ დამალონ.
Rating












ალექსანდრე სტუდიაში მივიდა, რომ ნატალიას აიძულოს მასსა და კრასკოს შორის არჩევანი გააკეთოს. ნატალია ამტკიცებს, რომ მამაკაცი იტყუება. ის კვლავ და კვლავ იმეორებს, რომ ქმარი გულწრფელად უყვარს და მისი ერთგულია.
Rating













საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ნატალიას სიტყვები სიმართლეს.

ანა გარელი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS