12 იანვარი, 2018
რიკი მარტინი სომხური წარმოშობის მამაკაცზე დაქორწინდა
მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა, რიკი მარტინმა საყვარელ მამაკაცზე ქორწინების ამბავი დაადასტურა. მარტინის მეუღლე გახლავთ მხატვარი ჯოვანი იოსეფი, რომელიც წარმოშობით სომეხია.

"ახლა ქმარი ვარ. რამდენიმე თვეში გრანდიოზული წვეულების გამართვას ვგეგმავთ, ამის შესახებ აუცილებლად გაცნობებთ. ერთმანეთის წინაშე ფიცი უკვე დავდეთ და ყველა საჭირო ფურცელს ხელი მოვაწერეთ, მათ შორის საქორწინო კონტრაქტსაც", - განმარტავს მარტინი გამომცემლობა "US Magazine"-თან ინტერვიუში.
Rating































46 წლის რიკი მარტინმა 33 წლის მხატვართან ნიშნობის შესახებ
პირველად 2016 წელს, ჰელენ დეჯენერესთან შოუში განაცხადა. წყვილმა შეხვედრა 2015 წელს დაიწყო, საზოგადოებაში პირველად კი აპრილში გამოჩნდნენ.

ჯოვან იოსეფი სირიულ-სომხური წარმოშობის შვედი მხატვარია. ის სირიის ქალაქში, რას-ელ-აინეში დაიბადა. მამა ქურთი, დედა კი სომეხი ჰყავს. ოჯახი მოგვიანებით შვედეთში ემიგრირდა.
Rating






























ანა გარელი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS