11 იანვარი, 2018
ჯენიფერ ლოპესმა 1340 დოლარიანი წინდები შეიძინა
საკუთარ Instagram გვერდზე 48 წლის ჯენიფერ ლოპესმა Gucci-ის ახალი შენაძენით თავი მოიწონა. ვარსკვლავმა 1340-დოლარიანი წინდები იყიდა. ეს მოდური წინდები ცოტა ხნის წინ მომღერალმა რიანამაც შეიძინა.

ფოტოზე, რომელიც ვარსკვლავმა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს გაუზიარა, ბეწვის თეთრი სვიტერი, ასეთივე ფერის ქვედაბოლო, იასამნისფერი ქუსლიანი ფეხსაცმელი და სწორედ ის Gucci-ის წინდები აცვია.
Rating






















თაყვანისმცემლებმა მსოფლიო ვარსკვლავი კომპლიმენტებით შეამკეს: "მხოლოდ ასეთ გემოვნებიან ქალს შეეძლო, ღია ფეხსაცმელზე წინდები ასე მოხდენილად მოერგო"; "ჯეი ლო შენ საუკეთესო ხარ".

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS