"The Sun"-ის ცნობით, მიუხედავად -9 გრადუსიანი ყინვისა, 10 წლის ბავშვი სკოლაში გამოცდის ჩასაბარებლად მივიდა.
ბავშვის ფოტო, რომელმაც ყინვაში 5 კმ. გაიარა, ვირუსივით გავრცელდა. სკოლის დირექტორის თქმით, ბიჭი გამუდმებით კურიოზულ სიტუაციებში ხვდება და თანაკლასელებს ახალისებს.
ბავშვი, რომლის სახელს არ ასაჯაროვებენ, მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს, რადგან ისინი გამუდმებით სამსახურში არიან. მასზე და დანარჩენ ბავშვებზე კი მოხუცი ბებია და ბაბუა ზრუნავენ.